კორონავირუსის მორიგი შემთხვევა ახალციხეში, - ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან ცხელების ცენტრში გადაყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს.
პაციენტი კლინიკაში ტემპერატურის გამო შეიყვანეს. ბოლო მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში COVID-19 -ის ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია.