03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

"ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების მოთხოვნით აქციას "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები პარტიის ოფისთან მართავენ. აქციის მონაწილეებმა პარტიის შენობას კვერცხები ესროლეს.

რამდენიმე წუთის წინ  სამართალდამცავებსა და ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარტიის შენობასთან ახლოს მისვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულია აქციის 7 წევრი. დაკავებულთა შორის არის ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილიც.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავები ადგილზე ვითარებას აკონტროლებენ. 

 

დღის ამბები