26 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
პანდემია მსოფლიოში - COVID ინფიცირებულთა რიცხვი 6 მილიონზე მეტია

მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ინფიცირებულია და მათგან 3 მილიონამდე გამოჯანმრთელებული. მონაცემები სწრაფად მატულობს შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში.

ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიაში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 30 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსი დაუდასტურდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანამშრომელს. ჯერ-ჯერობით უცნობია ჰქონდა, თუ არა მას ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კონტაქტი.

მონაცემების კლების ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებში. იტალიაში თებერვლის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე პირველად ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა ესპანეთში, 15 ივნისიდან უცხოელი ტურისტების მიღებას დაიწყებს ჩეხეთი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს. რუსეთში COVID ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 4 ათას 855-მდე გაიზარდა, ეს მაჩვენებელი 4500 აჭარბებს თურქეთში. ბოლო 24 საათში ვირუსით 8 ადამიანი დაიღუპა სომხეთში და შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 139 მიაღწია. აზერბაიჯანში კი 68 ადამიანია დაღუპული.

დღის ამბები