09 სექტემბერი 2026,   20:12
ვრცლად
რამდენიმე თვეში დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

დმანისში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის 8 სოფელი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ახალი წყალმომარაგების სისტემა ექსპლუატაციაში ოქტომბერში უნდა შევიდეს.

სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის და რეზერვუარი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოინახულეს.

დღის ამბები