08 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ ყვარელში 2 პირი დააკავა

პოლიციამ ყვარელში ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი. მათ შორის ერთი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.

დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები