საქართველოში COVID-19-ის 13 მსხვერპლიდან (11 ივნისის მდგომარეობით) 8 ქალია და 5 კაცი. მათგან 3 ასაკობრივად 70 წელზე ნაკლებისაა, 3 ადამიანი 70-79 წლის, ხოლო 7 კი 79 წელზე დიდი ასაკის. აღნიშნული სტატისტიკა მოყვანილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.
COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევათა განაწილება სიკვდილის ძირითადი მიზეზების თანატოგენეზური ჯაჭვის მიხედვით (2020 წლის 11 ივნისის მდგომარეობით) შემდეგი სახისაა - COVID-19-ით გარდაცვლილი 13 ადამიანიდან 11 პნევმონია ჰქონდა, 7 მათგანს რესპირაციული სისტრეს სინდრომი, 6-ს სეპტიცემია, 4-ს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 2-ს ფილტვის არტერიის ემბოლია, 2-ს შოკი, 1-ს ინტრაცერებრალური სისხლჩაქცევა.
COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევათა განაწილება თანმხლებ დაავადებათა სისტემების მიხედვით შემდეგია, 79% სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევა, 10,6% ენდოკრინული სისტემის დარღვევები, 5,2% სასუნთქი სისტემების დარღვევები, 2,6% ფსიქიკური აშლილობა, 2,6% სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დარღვევები.
გარდაცვლილ პაციენტთა 46,1%-ს ანამნეზში 2014-2019 წლებში ჰოსპიტალიზაციის ისტორია ჰქონდა.