03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"როდესაც დანაპირები არ სრულდება, ცხადია, აქციები გაიმართება," - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში აქციების ფონი მოიმატებს და ამის მიზეზი "ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებებია". 

„ხალხი იმედგაცრუებულია, ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს, ღარიბაშვილი უნდა ელოდოს, რომ აქციები გაიმართება და ეს იქნება ინტენსიური. ბიძინა ივანიშვილი ხალხს ვალების გასტუმრებას დაჰპირდა და დღეს სახლებიდან ყრის. აქციები იქნება, რა თქმა უნდა,“ - აცხადებს გადაცემა "არჩევანში" თამარ ჩერგოლეიშვილი. 

ის ამბობს, რომ 2 წელია მოსახლეობამ და ვერც მან პირადად, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯები ვერ დაინახა.

გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას თამარ ჩერგოლეიშვილმა სამართალდამცველებს პრემიერ- მინისტრის სახლთან დაკავებული ჟურნალ „ტაბულას“ თანამშრომლის საქმეზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა. 

ჩერგოლეიშვილს მიაჩნია, რომ ჟურნალ „ტაბულას“ ფოტოგრაფს სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში ხელი შეუშალეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები