18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე იქნება

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. მიხეილ ბენიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული აღმასრულებელი დირექტორის ვადის ამოწურვის შემდეგ ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ელენე ნიჟარაძე აირჩია.   

მიხეილ ბენიძე კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება.

"ორგანიზაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია ახალი აღმასრულებელი დირექტორი. დღეს მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩემი შემცვლელი ელენე ნიჟარაძე. ელენე 2012 წლიდან მუშაობს სამართლიან არჩევნებში და მას აქვს ჩვენთან მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. ელენე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, ძირითადად საარჩევნო რეფორმების მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

"ორგანიზაცია ჩემი დირექტორობის პერიოდში გააგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც აქამდე ახორციელებდა. ჩვენ შევეცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

დღის ამბები