25 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას არ გვსურს, რომ ვირუსმა გავრცელების ფართო მასშტაბი მიიღოს, აუცილებელია ელემენტარული წესების დაცვა. პაატა იმნაძის თქმითვე, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მეტი თვითშეგნება გამოიჩინოს.

"მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მასში ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ, დღეს რჩება ერთი - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები