03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ოჯახურ ძალადობაზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობას დღეიდან განაახლებს

ძალადობაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მისივე დაქვემდებარებაში იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები.

თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო განათლების მიმართულებით მუშაობას გააძლიერებენ.

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მთავრობის მეთაურის დავალებით, ასევე შემუშავდა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგია, რომლის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი კომისია ძალადობის მსხვერპლს სტატუსსა და თავშესაფარს ანიჭებს. კომისიის აღდგენის მოთხოვნა გუშინ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა დააყენა. ბრიფინგიდან რამდენიმე საათში კი პრემიერის პრესსპიკერმა კომისიის მუშაობის განახლების შესახებ გააკეთა განცხადება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები