26 აპრილი 2024,   11:19
ვრცლად
იაპონიაში ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - რამდენიმე პრეფექტურაში საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული

იაპონიაში ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 13 დაკარგულ ადამიანს. წყალდიდობის გამო 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში უხვი ნალექის შედეგად მეწყერიც ჩამოწვა.

სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ათასობით სამხედროა ჩართული. ძლიერი წვიმების გამო ელექტროენერგიის გარეშე 9 000 სახლი დარჩა. იაპონიის რამდენიმე პრეფექტურაში საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული. 

დღის ამბები