26 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
IDFI რეპრესირებულ პირთათვის გათვალისწინებული დახმარების გაზრდას მოითხოვს​

IDFI რეპრესირებულ პირთათვის გათვალისწინებული დახმარების გაზრდას მოითხოვს​, რისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაციამ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში ამბობენ, რომ სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა ელემენტარულად ყოველდღიური ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.

ამჟამად, რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია თვეში 7 ლარია, IDFI სულ ცოტა 44-ს ითხოვს.

"ეს პეტიცია მიზანს ისახავს, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს მოემატოს საყოფაცხოვრებო სუბსიდია თვეში 7 ლარიდან 44 ლარამდე. თვეში 7 ლარის ეს არის ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს აქვს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება სულ მცირე სახელმწიფოს მხრიდან რეალური ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩაითვალოს საქართველო ზრუნავს ამ კატეგორიაზე,“ - განაცხადა  გიორგი კლდიაშვილმა.

  

 

დღის ამბები