09 სექტემბერი 2026,   12:36
ვრცლად
პოლიციელი, რომლის უმისამართო სროლასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - პატიმრობაში რჩება

პატიმრობაში რჩება სამართალდამცველი, რომლის უმისამართო სროლასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე სვიმონ გაბრიაძისათვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.

გაბრიაძეს გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შინაპატიმრობა ან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"სასამართლომ სრულად დაუშვა, როგორც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც. არსებობდა, როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები. ის ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს, უბრალოდ ბრალდების მხარეს არ ეთანხმება ქმედების კვალიფიკაციაში,"- აცხადებს საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

სროლა ნუცუბიძის ქუჩაზე აღდგომის დღეს, 19 აპრილს იყო. ტყვია მომღერალ თიკა მახალდიანის დედას თამარ ანთელავას საკუთარი სახლში მოხვდა. ის ოჯახის წევრების თვალწინ გარდაიცვალა.

დღის ამბები