18 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ექსპერტიზის დასკვნაში კოღოს ნაკბენი აღწერილია როგორც მსუბუქი დაზიანება - გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული გორის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის უფლებადამცველი ძალადობის შემთხვევას გამორიცხავს. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში ბრალდებულის მიმართ კოღოს ნაკბენი აღწერილია როგორც მსუბუქი დაზიანება. 

"დუმილის უფლებას იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მტკიცებულებების სახით მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს დაზარალებულის ჩვენება, მეტი არაფერი. ექსპერტიზის დასკვნაში არის ამ ბრალდებულის მიმართ კოღოს ნაკბენი აღწერილი როგორც მსუბუქი დაზიანება," - აცხადებს ბონდო ვათიაშვილი.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილი გორის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს.დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები