13 სექტემბერი 2026,   18:52
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. მიხეილ რამიშვილი თვლის, რომ გამოძიება, სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა წარიმართოს. 

"მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარიდან, სხვადასხვა დაკითხვა მიმდინარეობს. ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბიძამისს მეორე დღესვე ჰქონდა საშუალება ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან. დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ თამარ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები