28 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება - ფრესკები ფარდებით არის დაფარული

86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. ტაძრის გარშემო ათასობით მუსლიმია შეკრებილი, თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება. გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმოთ.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიკეტება.

როგორც თურქულ მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, აია სოფიაში არსებული ფრესკები ფარდებითაა დაფარული.

აია-სოფია წარმოადგენს ბიზანტიური "ოქროს საუკუნის" სიმბოლოს. ტაძარი შენდებოდა 324-337 წლებში. კონსტანტინოპოლის დაცემამდე ეს იყო  უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1453 წლის 29-30 მაისს ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით გადაკეთდა მუსლიმურ სალოცავად. ამის შემდეგ მას მიაშენეს ოთხი მინარეთი.

1934 წელს აია-სოფია მუზეუმად თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით გადაკეთდა. მისი თქმით, აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა ყოფილიყო. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ სხვა ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად "მსოფლიო მემკვიდრეობის" ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება.

დღის ამბები