28 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 154 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 18 ადამიანი ემსხვერპლა, აზერბაიჯანში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 347 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ იმატა უკრაინაში, გასული დღე ღამის მანძილზე 972 ინფიცირების ახალი ფაქტი დადასტურდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

დღის ამბები