18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ანა ფონტეგა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების თაობაზე თავისი უფლებამოსილება გიორგი რურუას შემთხვევაშიც გამოიყენოს

გიორგი რურუას განაჩენს, რომელიც სასამართლომ დღეს გამოიტანა, პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფონტეგა ეხმაურება. ის საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალებაზე საკუთარი უფლებამოსილება გიორგი რურუას შემთხვევაშიც გამოიყენოს.

"საქართველოს ბევრი მეგობარი მიიჩნევს, რომ მედიამფლობელ გიორგი რურუას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩემი რჩევა იქნება, საქართველოს პრეზიდენტმა, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა, როგორც ეს 8 მარტის შეთანხმების სხვა მონაწილეების შემთხვევაში მოხდა. ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი არჩევნების წინ,"- დაწერა ევროპარლამენტარმა საკუთარ ტვიტერზე.

შეგახსნებთ, გიორგი რურუა საქალაქო სასამართლომ დღეს ორ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. 

დღის ამბები