03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
საატესტაციო კომისიაში ოპოზიცია ვერ მოხვდებოდა, - დავით ნარმანია

საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მაგრიშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თანამშრომელთა საატესტაციო კომისიის წევრების დაკომპლექტებაზე ილაპარაკეს. მათი თქმით, კომისიის შემადგენლობაზე გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო, თუმცა მერიასაც რომ დაეკომპლექტებინა კომისია, ოპოზიციის წარმომადგენლები მასში მაინც ვერ მოხვდებოდნენ. ამ განცხადებით დავით ნარმანია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი აბესაძეს გამოეხმაურა.

მათ ასევე ილაპარაკეს ატესტაციის პროცესზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეს პროცესი მიუკერძოებელი იქნება და ყურადღება მხოლოდ კანდიდატების კვალიფიციურობაზე გამახვილდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები