26 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
არ ვიცი სად მუშაობდა, ის ვიცოდი, რომ ორი სამსახური ჰქონდა და ძალიან გადაღლილი იყო ხოლმე - ბაჩალიაშვილის მეგობარი

გუშინ შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი, რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. მისი განცხადებით, გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ვარდიაშვილის თქმით, გარდაცვლილს ბოლოს ნოემბერში ეკონტაქტა და იმ დროს, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, თეთრიწყაროში არ იყო.

ბაჩალიაშვილის მეგობარი ადასტურებს, რომ ბოლო დროს, თამარი სამსახურის გამო გადაღლილი იყო ხოლმე, მაგრამ დეტალები მისთვის უცნობია.

"გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. კითხვები ჰქონდათ იმაზე, თუ საიდან ვიცნობდი თამარს. მის გარდაცვალებამდე ჩინეთში ვიყავი, ნოემბრის თვეში რომ მომწერა. არ ვიცი, სად მუშაობდა, ის ვიცოდი რომ ორი სამსახური ჰქონდა და ძალიან გადაღლილი იყო ხოლმე,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი.

დღის ამბები