03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
უწყებათაშორისი კომისია ძალადობასთან ბრძოლის კონკრეტულ გეგმებს განიხილავს

უწყებათაშორისი კომისია პირველ სხდომაზე კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდა. კომისიის წევრები გეგმავენ სოციალური მუშაკებისთვის ფუნქციების გაზრდას, უბნის ინსპექტორის როლის გაზრდას ოჯახური ძალადობის პრობლემების მოგვარებაში, ასევე სამოქალაქო განათლების პროგრამის განახლებას და მისი სწავლების შედარებით ადრე დაწყებას.  

როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ეროვნული სტრატეგია იქნება კომპლექსური დოკუმენტი და მასში გათვალისწინებული იქნება ყველა კომპონენტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებისთვისაა აუცილებელი.

ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიის პირველადი ვარიანტი თვის ბოლოს მზად იქნება. დოკუმენტს მთავრობა საბოლოოდ ერთ თვეში დაამტკიცებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები