26 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო გმირის მეუღლე, ჩვენ ვამაყობთ მისით და ეს ასე გაგრძელდება ყოველთვის - გიორგი ანწუხელიძის ცოლი

დღეს 8 აგვისტოა, ქვეყანა იხსენებს გმირებს და რუსული აგრესიის იმ შედეგს, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამ წუთებში მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის მშობლებიც. 

"12 წელი გავიდა, ძალიან მძიმე წლები იყო. რთულია, მაგრამ ამავდროულად საამაყოა. მსურს, რომ ამ გმირი ბიჭების ამაგი დაფასებულიყოს და იმ მიწების დიდი ნაწილი, რაც ოკუპირებულია დაბრუნებულიყოს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო გმირის მეუღლე და ოჯახის წევრი. ჩვენ ვამაყობთ მისით და ეს ასე გაგრძელდება ყოველთვის,"- განაცხადა საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძემ. 

IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული“ და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია. 

 

 

დღის ამბები