26 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
ყაზბეგის მერის ინფორმაცით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ყაზბეგში პანიკა არ არის

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაცით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ყაზბეგში პანიკა არ არის. როგორც ზაგაშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, ხალხი ძალიან ყურადღებით არის, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და მოსახლეობა ტესტირების პროცესში ჩართულია. 

ალექსანდრე ზაგაშვილის თქმით, დაინფიცირებული პირების კონტაქტების შესწავლა ამ წუთებშიც გრძელდება. მისივე ინფორმაციით, მცირეა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ინფიცირებულ მესაზღვრეებთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტები ჰქონდათ.  

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ლარსის საბაჟოს თანამშრომლები სამუშაოს შესაბამისი ეკიპირებით ასრულებდნენ და ყველა რეკომენდაციას იცავდნენ. მისივე თქმით, საბაჟოს თანამშრომლებს პრევენციის მიზნით კორონავირუსზე ტესტირება ეტაპობრივად უტარდებათ, რათა დაავადება დროულად გამოვლინდეს. 

დღის ამბები