09 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ლავროვი უკრაინის პრობლემების პროვოცირებაში ვაშინგტონსა და ევროკავშირს ადანაშაულებს

“უკრაინის კრიზისი დასავლეთის მხრიდან ევროატლანტიკურ სივრცეში საზღვრებისა და გამყოფი ხაზების გადაწევის მცდელობით არის გამოწვეული,” - ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა.

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა პრობლემის პროვოცირებაში ვაშინგტონი და ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ლავროვის თქმით, არსებობს ქვეყნების ჯგუფი, რომელიც საკუთარი რეცეპტების სხვებისთვის თავზე მოხვევას განაგრძობს, რუსეთი კი სწორედ ამ მცდელობებს ეწინააღმდეგება.

"არ გვსურს კონფრონტაცია არავისთან, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს და ვიმოქმედებთ სამართლიანად და ისე, როგორც სწორად მივიჩნევთ,"- ამბობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები