26 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
მაიკ პომპეო სერგეი ლავროვს აფრთხილებს

მაიკ პომპეომ რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ თუ მოსკოვი ავღანეთში ამერიკელი ან დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების მოკვლისთვის ჯილდოს აწესებს, ამისთვის უზარმაზარი საფასურის გადახდა მოუწევს.

ეს განცხადება შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ჩეხეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

მიმდინარე წლის ივნისში "ნიუ იორკ თაიმსში" სტატია გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფი დაჯგუფება "თალიბანთან" დაკავშირებულ მებრძოლებს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის ფულად ჯილდოს სთავაზობდა. გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური მოსკოვი უარყოფს.

დღის ამბები