09 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
რუსეთმა მოლდოვური ხორცის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა მოლდოვური ხორცის იმპორტი აკრძალა. გადაწყვეტილება "როს სელ ხოზ ნადზორმა" მიიღო და ის ძალაში 27 ოქტომბრიდან შედის.

უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპეციალისტებმა ერთობლოვი ინსპექცია ჩაატარეს და პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაში ეჭვი შეიტანეს.

ხორცპროდუქციის აკრძალვას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის განცხადება, სადაც რუსეთის ლიდერმა მოლდოვის ხელისუფლებას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის იმპლემენტაციის გადავადება და ამ თემაზე კონსულტაციების გამართვა სთხოვა. თუმცა, კიშინოვმა ეს ინიციატივა უარყო. 

დღის ამბები