26 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
"ბაუჰაუსის" გაუჩინარებულ 2 თანამშრომელს მტკვარშიც ეძებენ

უშედეგო ძებნის მესამე დღე - "ბაუჰაუსის" გაუჩინარებული თანამშრომლების ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები ისევ გრძელდება. გაფართოვდა არეალი, სადაც მაშველები გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ.

სამძებრო ღონისძიებები იუსტიციის სახლის მიმდებარედ და ახლა უკვე მტკვარშიც მიმდინარეობს. სამაშველო ბრიგადებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს და მასში რამდენიმე ეკიპაჟია ჩართული.  

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ახალგაზრდების მშობლების და მეგობრების გამოკითხვა. 

დღის ამბები