26 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
ბელარუსში რუსულმა სამხედრო შემადგენლობამ გადაადგილება დაიწყო - ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს

ბელარუსში რუსულმა სამხედრო შემადგენლობამ გადაადგილება დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს. ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ცნობით, სამხედრო დანაყოფები მინსკის მიმართულებით გადაადგილდებიან. გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" კი იუწყება, რომ ბელარუსის არმია ლიტვისა და პოლონეთის სასაზღვრო ზოლში სამხედრო სწავლებას აწარმოებს

ბელარუსის პრეზიდენტს ერთ-ერთი ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა - ლუკაშენკომ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას, თუმცა მზადაა ძალაუფლების გადანაწილების პროცესი დაიწყოს, თუ კი მასობრივი დემონსტრაციები ქვეყანაში შეწყდება.

ბელარუსში საპროტესტო აქცია ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის თანამშრომლებმაც გამართეს. ისინი ხელისუფლებას იძულებით ფეიქ ნიუსების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ჟურნალისტების განცხადებით, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები, ისინიც ქვეყანაში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები