გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა, ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს შიმშილობის ფონზე დაიწყო. შიმშილობა უკვე დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმაც. არასრულწლოვნის მამა დარწმუნებულია, რომ მას იმ ბრალდებულის მშობლებიც შეუერთდება, ვინც "ტოიოტა ქამრის" ავტომანქანაში იმყოფებოდა. სწორედ "ტოიოტას" მგზავრებს ედავება პროკურატურა გაქცეული გიორგი შაქარაშვილის დევნას, ალყაში მოქცევას, ცემასა და მდინარეში გადაგდებას.
ზ.ხ-მ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხვაში მონაწილე პროკურორის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის აცილების გარდა დღეს არც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ სასამართლოს დღეს ახალი მტკიცებულებებიც წარუდგინა, თუმცა დაცვის მხარე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 6 არასრულწლოვნიდან ბრალი მკვლელობის მუხლით ორს აქვს დამძიმებული.
სხდომა 20 აგვისტოს კვლავ დახურულ რეჟიმში გაიმართება.