საქართველოს მთავრობას აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
COVID-19-თან დაკავშირებით, აფხაზეთში შექმნილი კრიზისის პასუხად, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენოს სოლიდარობის მკვეთრი ნაბიჯები.
"გვჯერა, რომ კრიზისის მდგომარეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ღია მხარდაჭერა შერიგების და ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯი იქნება" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
"დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ღიად უთითებს რომ სისტემა აღარ აქვს რესურსი ვირუსთან გასამკლავებლად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს დამატებითი ზომები იმისათვის, რომ აფხაზეთის რეგიონის მიმართ სამედიცინო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაიზარდოს. საჯარო გზავნილები, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მათ მხარდაჭერა გამოუცხადოს, ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი მიმართულებით,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამარ მიქელაძე.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა კრიზისული ვითარების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა.