03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
გამომცემლებმა განათლების სამინისტროსთან სასამართლო პროცესი წააგეს

„სასამართლომ დააკანონა ის რეკეტი, რაც ჩაიდინა განათლების სამინისტრომ,“- ასე აფასებს გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამინისტროს წინააღმდეგ 4 გამომცემლობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გამომცემლები გადაწყვეტილებას "უკანონოსა" და "უსამართლოს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამით სასამართლო გამომცემლების ინტელექტუალური და  კერძო საკუთრების უფლებას უხეშად არღვევს.

სარჩელი სასამართლოში საავტორო უფლებებისა და კერძო საკუთრების უფლების დარღვევაზე იყო შეტანილი. კომპანიები 15 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურებასაც მოითხოვდნენ.

გამომცემლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დღის ამბები