26 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
აქციის მეთხუთმეტე დღე მინსკში - ათასობით ადამიანი მთავრობის წინააღმდეგ აქციას მართავს

აქციების მეთხუთმეტე დღე ბელარუსში განსაკუთრებით მასშტაბურია. ქვეყანა საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიცვა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შედეგები გაყალბდა.

ათასობით ადამიანი მინსკის ცენტრში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას მართავს. დამოუკიდებლობის მოედნის გარშემო შინაგანი ჯარის ნაწილები ჩანან, ისინი დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

საპასუხოდ, აქციის მონაწილეები მთავრობის საწინააღმდეგო ფრაზებს სკანდირებენ და აცხადებენ რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მუქარის არ ეშინიათ.

დღის ამბები