საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. "რუსთავის 2-ის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ხანში შესული ქალია, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული.
როგორც ექიმი ამბობს, მას სხვა თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 1421 პაცინეტია ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული კი, 1137-ია.