17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით ახალი საპილოტე პროექტი იწყება

33 მილიონი ევრო საქართველოში ტყის სექტორის რეფორმისთვის - კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით ახალი საპილოტე პროექტი იწყება. პრეზენტაცია ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

7 წლიანი პროექტი მარტიდან დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

ის ტყის რესურსების სწორად გამოყენებას, ეკოსისტემის გაუმჯობესებას და სათბური გაზების შემცირებას ემსახურება. ასევე, შესაძლებელი გახდება ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარება, ტყის დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესება.

"ჩვენ 7 მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში მივიღებთ შედეგებს, რომ ტყის რესურსებს სწორად გამოვიყენებთ. ამით ჩვენს მოსახლეობას მეტი ეკონომიკური სარგებელი ექნება. ამათან, გაჩნდება ალტერნატიული საწვავი, რომელიც იქნება ბიომასისგან დამზადებული. ეს კი დღევანდელი შეშის ალტერნატივა იქნება,"- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

საპილოტე პროექტი ტყის კოდექსის პრაქტიკულ განხორციელებასაც შეუწყობს ხელს.

დღის ამბები