გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ქალაქ გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი დააფუძნა.
შტაბი ქვეყანას გადამამუშავებელი მრეწველობისთვის ნედლეულის კარგი ბაზის შექმნასა და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლების საქმეში დაეხმარება.
ფერმერებს აღარ შეექმნებათ არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის პრობლემა.
ამ მიზნით სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიებიც, რომლებიც 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრიდან ჩაიბარებენ.