08 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები პროკურატურაში საქმის მიმდინარეობას გაეცნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა პროკურატურის შენობა ღამით დატოვეს. ისინი საქმის მასალების გაცნობას განაგრძობენ.

საგამოძიებო უწყებაში ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვის შესახებ, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამავე მიზეზით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში ჩართვას სთხოვს ომბუდსმენის აპარატსაც. სახალხო დამცველის ოფისში შეხვედრა ამ თემაზე დღეს უნდა შედგეს.

"ჩემი მოთხოვნა იყო, რომ რადგან არ შეიძლება FBI-ის გამომძიებლების ჩართვა, იქნებ ექსპერტები მაინც ჩაერთონ. სატელიტის კადრებზე გვითხრეს, რომ მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს მაგრამ ჯერ პასუხი არააო," - აცხადებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება უკვე მკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს:

"მე რადგანაც მიმაჩნდა, რომ აქ თავიდანვე იყო მცდელობა, რომ თვითმკვლელობა ყოფილიყო და თავიდან კვალიფიკაცია ასეთი იყო. მერე უკვე ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ რატომ შეიძლება ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია, გამოძიებაც ახლა ამას არა მხოლოდ ვერსიად, არამედ მიდის ამაზე მუშაობა," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები