18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკი დაიწვა

ხანძარი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე. ცეცხლი მიგრანტების ბანაკს გაუჩნდა. დაიწვა კარვები და თავშესაფრები. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეები მონაწილეობდნენ. მაშველებმა მიგრანტები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო ლესბოსზე მდებარე მიგრანტთა ბანაკში, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, გასულ კვირას კარანტინი გამოცხადდა.

დღის ამბები