ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება ახალგაზდრებთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიანებულია.
"ყალბია დიალოგის თხოვნა, ამისთვის ჰქონდა მას დრო. როდესაც კანონი სამი მოსმენით მიღებულია, დიალოგის შედეგი რა იქნება? - არც არაფერი. დიალოგს და შესაძლებლობას გამოყენება უნდა მაშინ, როდესაც ეს დროში არის შესაძლებელი და არა ახლა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
"ნაციონალური მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ დისკუსიას აზრი არ აქვს:
"ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე დისკუსიას, აზრი არ აქვს და ამას ყველაზე კარგად ხვდება ის ახალგაზრდობა, რომლებიც პროტესტის წინა ფლანგზე არიან," - აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.