09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
კანადის პარლამენტში ისროდნენ

კანადის დედაქალაქში განგაშია გამოცხადებული. შეიარაღებულმა მამაკაცმა კანადის პარლამენტში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავდა. ის რამდენიმე გასროლის შემდეგ დაცვის წევრებმა მოკლეს.

მანამდე თავდამსხმელმა პირველი მსოფლიო ომის მემორიალთან ორ ჯარისკაცს ესროლა და ერთ–ერთი დაჭრა.

სროლის დროს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, რომელიც რიგით თანამშრომლებთან ერთად შენობიდან პოლიციამ გაიყვანა. ოტავას ცენტრი ამ დრომდე გადაკეტილია. სამართალდამცველები მოკლულის სავარაუდო თანამზრახველებს ეძებენ.

კანადაში ორი დღის წინ რადიკალმა მუსლიმანმა ორი ჯარისკაცი მოკლა, რის გამოც ხელისუფლებამ ტერორიზმის საფრთხის დონე გაზარდა.

დღის ამბები