17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ივანიშვილის სამშენებლო მაფიამ, ქალაქს წაართვა მწვანე წიწოვანი ფილტვები - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთაწმინდის ფერდობზე მდებარე წიწვოვანი ხეების საფარის გახმობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  ჯერ კიდევ წლების წინ გერმანელი ექსპერტების საგანგაშო პროგნოზები  ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და შესაბამის ღონისძიებებს არ მიმართა.

პოლიტიკოსი ფაქტს ეკოლოგიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფარის გახმობა დედაქალაქს მაშტაბურ ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს.

"ეს გახლავთ დანაშაული მომავალი თაობის, ეკოლოგიის წინააღმდეგ და ის, რაც გააკეთა ივანიშვილის სამშენებლო მაფიამ, ქალაქს რომ წაართვა მწვანე წიწოვანი ფილტვები, ისინი აგებენ ცალკე პასუხს, პოლიტიკურს, სამართლებრივ, მორალურ და ისტორიულს,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები