18 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში 28 მილიონს აჭარბებს

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში 28 მილიონს აჭარბებს. გასულ დღე-ღამეში ინდოეთში COVID-19-ის 96 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად მზარდია სამხრეთ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთსა და საბერძნეთში.

შეზღუდვები გაამკაცრა პორტუგალიის მთავრობამ, ქვეყნის მასშტაბით ადამიანების შეკრების ლიმიტი 20-დან 10-მდე შემცირდა. შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება ნორვეგიაშიც. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

გასულ დღე-ღამეში რუსეთში 128, თურქეთში 58, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი თითო-თითო პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები