19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
2,100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა მათგანის ტესტირება მოხდება - ამირან გამყრელიძე

საქართველოს 5 დიდ ქალაქში სწავლის დაწყების გადავადება მთავრობამ ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით მიიღო. როგორც დღეს სპეციალისტები ამბობენ, კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ პრევენციული ღონისძიებების უგულებელყოფა მოხდა და მოსახლეობას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებენ.

"2 კვირით უნდა შეჩერდეს სწავლა დიდ ქალაქებში, სადაც მობილობა ყველაზე დიდია, ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. დაახლოებით 2,100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე და ყველა მათი ტესტირება მოხდება დღეს-ხვალ-ზეგ. შემუშავებულია ასევე სტრატეგია ე.წ. 45,000 მასწავლებლის რენდომული გამოკვლევისა ლაბორატორიულად, რათა დარწმუნებული ვიყოთ, როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არ არის ინფიცირების სტადიაში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეეცდებიან გამოჯანმრთელების მაღალი პროცენტი შეინარჩუნონ, რომელიც ქვეყანაში ამ ეტაპზეა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი მოსახლეობას სიმშვიდისკენ და მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები