26 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
COVID-19-ის მზარდი სტატისტიკა - აჭარის რეგიონს დღეიდან 170 ადგილიანი დამატებითი კოვიდ ცენტრი მოემსახურება

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა ისევ მზარდია. ეპიცენტრი კვლავ აჭარაა, ბათუმის შესასვლელთან ბლოკპოსტი განთავსდა, მიმდინარეობს მოქალაქეთა მასიური თერმოსკრინინგი.

განსაკუთრებით მკაცრდება მონიტორინგი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებსა და დახურულ სივრცეებში. რეგიონს დღეიდან 170 ადგილიანი კიდევ ერთი კოვიდ ცენტრი მოემსახურება.

"ამ ეტაპზე სიტუაცია არის კონტროლირებადი. არავითარი პანიკის საფუძველი არ არის ჩვენს მოსახლეობაში და არც სამედიცინო დაწესებულებებში. იწყება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი," - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ. 

მკაცრი რეგულაციები მოქმედებს გურიაშიც, სადაც გუშინ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვები. 

დღის ამბები