09 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
იაპონიამ პუტინის ვიზიტი გააუქმა

ვლადიმერ პუტინის იაპონიაში ვიზიტი ჩაიშალა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონის თხოვნით რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური მოწვევა გააუქმა. ინფორმაციას იაპონური სააგენტო ავრცელებს. მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ტოკიოში შემოდგომაზე უნდა ჩასულიყო, თუმცა უკრაინის კრიზისისა და მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო, ვაშინგტონმა ტოკიოს ვიზიტის გადადების თხოვნით მიმართა.

უახლოეს მომავალში იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასაც გეგმავს. გაუქმებული ვიზიტის მიუხედავად, იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ნოემბერში აზია წყნარი ოკეანეს აუზის ქვეყნების სამიტზე შეხვდებიან. ტოკიოში კი რუსეთის ლიდერი, სავარაუდოდ, 2015 წლის გაზაფხულზე გაემგზავრება.

დღის ამბები