24 ოქტომბერი 2020,   21:35
ვრცლად
ლაშა ცუცქირიძე თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ცუცქირიძე თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები საცხოვრებელ სახლთან თავს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაშა ცუცქირიძეს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ის საგამოძიებო უწყებისგან დაზარალებულის სტატუსს ითხოვს, ასევე მისი მოთხოვნაა, საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს. 

როგორც ლაშა ცუცქურიძე აღნიშნავს, სათვალთავლო კამერის ჩანაწერების ნახვის შემდეგ ის თავდამსხმელების ამოცნობას შეძლებს. 

 

დღის ამბები