19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
სისხლის აღება თუ შერიგება - ამაზე ოჯახი მას შემდეგ იმსჯელებს, რაც შმაგი მუთოშვილი საპატიმროს დატოვებს

პანკისში ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვის საქმეზე დაკავებულ მუთოშვილს დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მუთოშვილს ბრალი ივლისის ბოლოს მომხდარი დანაშაულისთვის აქვს წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, მან სისხლის აღების მოტივით მურად ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაცხრილა. ამ ვერსიას ხეობის მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება.

მუთოშვილები დარწმუნებულები არიან, რომ სროლასთან დაკავშირებით მათ წინააღმდეგ საჩივარი პოლიციაში ქავთარაშვილებმა შეიტანეს, რასაც ბრალდების ადრესატები კატეგორიულად უარყოფენ. მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა დაპირისპირებულ ოჯახს პრობლემის გადაწყვეტას შარიათის კანონით სთავაზობენ. ოღონდ ესეც მას შემდეგ, რაც შმაგი მუთოშვილი საპატიმროს დატოვებს.

დაპირისპირება პანკისში 2019 წლის 27 ნოემბერს დაიწყო. ერთმანეთს შმაგი მუთოშვილის ძმა, ვისო მუთოშვილი და მურად ქავთარაშვილი დაუპირისპირდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად ვისო მუთოშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. საქმეზე პასუხისგებაში მიეცა მისი ძმისშვილი არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები