20 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
კასპში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

კასპში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც მის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მიხეილ კოტიაშვილმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ერთი ადამიანი მოკლა, მეორეს კი დაზიანება მიაყენა. მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. კოტიაშვილი წლების წინ ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია - მას ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

დღის ამბები