დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კოვიდინფექციის სახლის პირობებში მკურნალობის მეთოდი ამოქმედდა და პაციენტების ნაწილს ბინაზე უწევს კონსულტაციას ოჯახის ექიმი. პაციენტებს კონსულტაციებს ოჯახის ექიმები უწევენ.
"ახალ კლინიკებს აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ კონსულტაციები კოვოდის მართვაში გამოცდილი ექსპერტებისგან. კარგად მიმდინარეობს პროცესების მართვა კოვიდ სასტუმროებში. აჭარაში უკვე პაციენტების ნაწილს ბინაზე უწევს კონსულტაციას ოჯახის ექიმი. კლინიკებში 1500-მდე პაციენტი იმყოფება, მათშორის 1300-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია და სასტუმროებში არის 563 პაციენტი,"-განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ.