09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
აშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლეს

ქართველი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით შეერთებულ შტატებში ორი ბრუკლინელი მამაკაცი გაასამართლეს. მათ ბრალად 41 წლის მამუკა ჭამიაშვილის მკვლელობა ედებათ.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სამართალდამცველები ამავე დანაშაულისთვის კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებენ.

ჭამიაშვილი კარგად დაგეგმილი თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ის ინტერნეტში ავტომობილის გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების ავტორებს - კეონ ლუისსა და ალი გარნერს კი პოტენციური მყიდველის გაძარცვა ჰქონდათ დაგეგმილი.

ჭამიაშვილი ავტომობილის ტესტ-დრაივზე თავის ვაჟთან და ოჯახის ახლობელთან ერთად მივიდა. მამა ადგილზევე ჩაცხრილეს, შვილს კი სცემეს. გარდაცვლილს 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 2 ეჭვმიტანილი 6 და 16 ოქტომბერს დააკავეს.

დღის ამბები