03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ირაკლი აბესაძე მერიის თანამშრომლების ატესტაციის დროს გასაუბრების ვიდეოჩაწერის გაკეთებას ითხოვს

საკრებულოს უმცირესობა საატესტაციო კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანას და რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ცვლილებების საფუძველზე აუცილებლი უნდა გახდეს გასაუბრების ეტაპის უწყვეტი ვიდეოჩაწერა და ის, მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო უნდა იყოს.

საკრებულოს უმცირესობა ასევე ითხოვს, საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევიდნენ. აბესაძის თქმით, მათი მოთხოვნა კომისიაში არა ზოგადად საკრებულოს წევრების, არამედ ოპოზიციის წევრების ჩასმა იყო.

საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ატესტაციის პროცესს მხოლოდ პროფესიონალები გაივლიან და მათ მხოლოდ კვალიფიციურობის მიხედვით შეარჩევენ.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები